Saturday, May 8, 2010

მარეხი როსტიაშვილი

1.პროექტის სახელი: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
2.პროექტის მოკლე აღწერა: რა არის საჭირო იმისათვის რომ ჯანმრთელი იყო? დავიცვათ მოძრაობის წესები.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები საუბრობენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე, რომ ყოველდღიურად ორგანიზმისთვის მრავალფეროვანი საკვებია საჭირო. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ საკვები უნდა შეიცავდეს აუცილებლად 6 ტიპის პროდუქტს: მარცვლეულს, რძის ნაწარმს, ცხიმებს, ხორცს, ხილსმ ბოსტნეულსა და სითხეს, რაც მათ ზრდასა და გაჯანსაღებაში ეხმარებათ. ისაუბრებენ იმაზე, რომ ჯანმრთელობისათვის ასევე აუცილებელია აქტიური სხვადასხვა ვარჯიში, რომელიც ხელს უწყობს კუნთებისა და ძვლების გაძლიერებას. ისაუბრებენ ასევე სისუფთავის დაცვისა და პირადი ჰიგიენის აუცილებლობაზე, როგორ შევუშალოთ ხელი ორგანიზმში მიკრობების მოხვედრას. ასევე აუცილებელია ავად გახდომისას არ შეეშინდეთ ექიმთან ვიზიტი, დროუი აცრები, სკოილის ექიმთან ხშირი კონტაქტი. ასევე საჭიროა მათი სხეულის აგებულების კარგად შესწავლა. ასევე საჭიროა ღამით დროულად დაძინება. დასვენება ზაფხულსა და ზამთრის არდადეგებს შორის. ისაუბრებენ ტურიზმზე და დასვენების აქტიურ ფორმაზე. ასევე მათი უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პირობაა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა: გრაფიკული პირობითი ნიშნების გაცნობა-შესწავლა. ინფორმაციისთვის რომელიმე პატრულის თანამშრომელთან ინტერვიუს ჩაწერა. მოძიებული მასალებით შეადგენენ ფოტო ალბომს. მოაწყობენ სკოლაში ფოტო გამოფენას. როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ, ასევე მოძრაობის წესების დაცვის შესახებაც.
4.მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 8-10 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობები: (საკვები პროდუქტები: დამზადება, შენახვა, მიღება; სპორტი: რომელ სპორტს აირჩვედით, ექიმები: სპეციალობების მიხედვით; პირადი ჰიგიენა; აქტიური დასვენება-ტურიზმი; უსაფრთხოების წესები) მოცემული მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.
7.მოსალოდნელი შედეგები ,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები, სტენდები, ინტერვიუს ჩანაწერები.
8.სარგებელი სხვებისთვის: ბავშვები ეცნობიან: თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, სწავლობენ ტურიზმს და როგორ დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები სახვადასხვა სიტუაციებში. იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები, ფოტოალბომები, რითაც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობას.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ბიოლოგია, ქართული, ხელოვნება, ფიზკულტურა, ბავშვებს გაუღრმავდებათ ცოდნა ზოგად ჯანმრთელობაზე, ექიმებზე, სპორტზე და მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე. ისწავლიან ინტერნეტ-პროექტების კეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
11.მოსწავლეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარეხ როსტიაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: marexir907@gmal.com
14.პროექტ.ფორუმი;
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი; marexir907blogspot.com

No comments:

Post a Comment